"ვითარება "კვარასთან" დაკავშირებით ასეთია... გარიგება შედგა" - ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
გარიგება შედგა - პსჟ ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 70 მილიონს გადაუხდის.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით, ფეხბურთელი ფრანგულ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.“ესეც ასე! პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიას გასაფორმებლად შეთანხმება დაასრულა. გუშინდელი სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ, ორ კლუბს შორის გარიგება დღეს შედგა.
სატრანსფერო თანხა 70 მილიონი ევროა. კვარაცხელია პარიზში ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ცნობისთვის "ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის დატოვება სურს.
"ვითარება "კვარასთან" დაკავშირებით ასეთია – ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეზე. გასულ ზაფხულს პრეზიდენტს ვთხოვე, ზუსტად მცოდნოდა, ვინ რჩებოდა გუნდში. მოვითხოვე რამდენიმე ფეხბურთელის დატოვება, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, კვარაცხელიაც იყო. ხვიჩამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ითხოვა გაყიდვა და ახლაც იგივე სურვილი გამოთქვა. მე მას პირადად ვესაუბრე, მანაც დამიდასტურა – წასვლა სურს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. კვარას არ სურს კონტრაქტის განახლება. იქნებ არც მე ვიყავი საკმარისად დამაჯერებელი, რათა მხარეების შეთანხმებაში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ჯაჭვებით ვერ დავაკავებ მათ, ვისაც დარჩენა არ უნდა,“ - განაცხადა მან.