“რა დავაშავე შენს ქორწილში, რომ ვიყავი და შენი სადღეგრძელო დავლიე” - რა მოხდა ფეხბურთელ გიორგი კაკალაძისთვის განაჩენის გამოცხადების დროს?
“რა დავაშავე შენს ქორწილში, რომ ვიყავი და შენი სადღეგრძელო დავლიე” - ასე მიმართა სამოქალაქო აქტივისტისა და ფეხბურთელის, გიორგი კაკალაძისთვის განაჩენის გამოცხადების დროს, დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მოსამართლეს.
მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია არ გაითვალისწინა და გიორგი კაკალაძე პატიმრობაში დატოვა.
ქობულეთელი აქტივისტი და ფეხბურთელი, გიორგი კაკალაძე, რომელიც რამდენიმე დღეში თბილისში ახლი კონტრაქტის გასაფორმებლად მოდიოდა, აჭარის მთავრობის სახლთან, რამდენიმე დღის წინ, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
წყარო: "ტვ პირველი"