ბორის ყურუა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - "დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია... ისიც არ ვიცით, დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა"
დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ბორის ყურუა ავრცელებს.
გიორგი ახობაძემ, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, 10 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აქვს მისი მოვლისა და მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა, რადგან დედამისს გადატანილი აქვს ინსულტი, წართმეული აქვს მეტყველება და არის მწოლიარე მდგომარეობაში. მას მოსამართლემ მაშინ პატიმრობა შეუფარდა.
"ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა...
დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია. ისიც არ ვიცით, დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა.
ამ საქმის დამკვეთები და შემსრულებლები მშვიდად დასეირნობენ.
კაცობაზე, ადამიანობაზე და ქართველობაზე გველაპარაკებიან, თითქოს არაფერი ისეთი არ უქნიათ.
ვერც იაზრებენ ალბათ, რამხელა ტკივილი მიაყენეს ხალხს. საბოლოოდ გიორგი ახობაძის უდანაშაულობა დამტკიცდება და ეს ღორისშვილები ციხეში ამოლპებიან", - წერს ყურუა.