loader

"25 წლის კაცი უგონო მდგომარეობაშია... დაზიანება არის საკმაოდ მძიმე" - რას ამბობს ექიმი ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"25 წლის კაცი უგონო მდგომარეობაშია... დაზიანება არის საკმაოდ მძიმე" - რას ამბობს ექიმი ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებზე

თბილისში, ორთაჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. გარდაცვლილი 70 წლამდე მამაკაცია. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები, მათგან ყველაზე პატარა 4 წლისაა.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, დაშავებული 12 წლამდე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკიდან უახლოეს საათებში გაეწერება. 25 წლის მამაკაცი კი ინტენსიურ პალატაშია მოთავსებული. ის უგონო მდგომარეობაშია.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, 50 წლამდე ქალმა კლინიკა ღამის საათებში დატოვა. შენობის ერთ-ერთ სართულზე მომხდარი აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. არსებული ინფორმაციით, კორპუსში აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, შენობის მდგრადობის შემოწმების დამთავრებამდე იქ მცხოვრებთ დროებით საცხოვრებლებში განათავსებენ.