loader

რა არის ცნობილი მამაკაცზე, რომელიც აბუ-დაბიში დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის ცნობილი მამაკაცზე, რომელიც აბუ-დაბიში დააკავეს

აბუ-და­ბი­ში, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში“, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­სა და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე სა­უზ­მო­ბი­სას ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს თავს და­ესხნენ. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს, რომ ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი გელა სამ­ხა­რა­უ­ლი.

"სა­უზ­მე­ზე ჩა­მო­ვე­დი, ვი­ჯე­ქი მარ­ტო ჩემ­თვის, ცოლ­თან ერ­თად… გუ­შინ­დე­ლი მომ­ხდა­რით გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და მომ­ვარ­დნენ“, - ამ­ბობს მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი და ვი­დე­ო­ებს ავ­რცე­ლებს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­სა და მო­ქა­ლა­ქეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა წინა დღეს და­ი­წყო. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელ ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას გა­ბი­ტაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც იმა­ვე სას­ტუმ­რო­ში ის­ვე­ნებს, სა­დაც ზარ­ქუა და მისი კო­ლე­გე­ბი, - "მო­ღა­ლა­ტე“ და "სამ­შობ­ლოს გამ­ყიდ­ვე­ლი“ უწო­და.

12 იან­ვარს, ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი. რო­მელ­შიც წერ­და, რომ აბუ-და­ბი­ში ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას შეხ­ვდა და გა­და­წყვი­ტა, რომ ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მო­ე­ყო­ლა, თუმ­ცა ზარ­ქუ­ამ მის ტე­ლე­ფონს ხელი გა­არ­ტყა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. პოსტს თან ერ­თო­და ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბიც.

"გუ­შინ რა მოხ­და ბა­თუმ­ში გა­ი­გეთ, სა­ნამ ჩა­მოხ­ვი­დო­დით? ხალ­ხი პლა­კა­ტე­ბის გამო რომ და­ი­ჭი­რეს, იცით? რუს­თა­ველ­ზე ხალ­ხი რომ აწა­მეს ნო­ემ­ბერს, იცით?.." - გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ეკი­თხე­ბა მო­ქა­ლა­ქე ზარ­ქუ­ას.

იქვე იყ­ვნენ სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბიც.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა, ნიკა ხა­ტი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ გა­ბი­ტაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც 13 იან­ვარს აბუ-და­ბი­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, ცდი­ლობს, საქ­მე აღ­ძრას მათ წი­ნა­აღ­მდეგ.

ხა­ტი­აშ­ვი­ლის ცნო­ბით­ვე, გა­ბი­ტაშ­ვი­ლის­გან იცის, რომ "მო­ძა­ლა­დე­ე­ბის მხრი­დან ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია ერთ-ერთი პირი (ვის­მა ნას­როლ­მა თეფშმაც სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია),“ - წერს ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

წყა­რო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ AMBEBI.GE-ს უდას­ტუ­რებს იმ ფაქტს, რომ ინ­ცი­დენ­ტის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს ჩხუ­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, დამ­სვე­ნე­ბე­ლი, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მე­გო­ბა­რი, გიო გო­გო­ლა­ძე, ვისი ნას­რო­ლი სა­ი­ნიც რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრო­მელს მოხ­ვდა და და­ზი­ან­და. წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, რომ გო­გო­ლა­ძე ბიზ­ნეს­მე­ნია, ასე­ვე, იმე­დოვ­ნებს, რომ მას მალე გა­მო­უშ­ვე­ბენ. განაგრძეთ კითხვა