“თუ ჩაცმულობით ორიენტაცია ისაზღვრება, მაშინ 9 სართულიან პლატფორმებზე შემდგარი გოგოები ჩემთვის მხოლოდ სუსტი ყოფაქცევის ქალებად აღიქმებიან” - რას წერს სალომე გოგიაშვილი მის მეგობარზე, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატებთან ერთად აბუ-დაბიში, ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო
სალომე გოგიაშვილი აბუ-დაბიში, სასტუმრო "რედისონში“, საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილსა და "ქართული ოცნების“ დეპუტატებს ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძის შორის ფიზიკური დაპირისპირებას ეხმაურება.
წყარო "ქართული ოცნებიდან“ AMBEBI.GE-ს უდასტურებს იმ ფაქტს, რომ ინციდენტის დროს სამართალდამცველებმა დააკავეს ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, დამსვენებელი, პარლამენტარების მეგობარი, გიო გოგოლაძე, ვისი ნასროლი საინიც რესტორნის თანამშრომელს მოხვდა და დაზიანდა. წყარო გვეუბნება, რომ გოგოლაძე ბიზნესმენია, ასევე, იმედოვნებს, რომ მას მალე გამოუშვებენ. აბუ-დაბიში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო და სამართალდამცველების მხრიდან იკითხებიან ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილე ქართველი დეპუტატები.
"რაც შეეხება გიორგის ანუ გოგოლას! აი ის ადამიანები, რომლებიც პოსტებს აზიარებთ და ღადაობთ, თქვენი დაბალი დონის იუმორით, არ დაგავიწყდეთ საკუთარი ცხოვრების გახსენება... ბოლო ბოლო ლьაზარე რომ კერპად გეყოლებათ და ნუ ჩამომათვლევინებთ გეი დელეგაციას, რომლებიც წინ გიდგანან აქციებზე, უხერხულია ვინმეზე პირის გაღება! თქვენ ისინი ხართ ვინც მათ ტაშს უკრავთ. ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, მაგრამ თქვენივე პროვოცირებულ ინციდენტს ასე რომ პასუხობენ მერე ნუ გიკვირთ! ხო და გოგოლას რაც შეეხება,თუ ჩაცმულობით ორიენტაცია ისაზღვრება, მაშინ 9 სართულიან პლატფორმებზე შემდგარი გოგოები ჩემთვის მხოლოდ სუსტი ყოფაქცევის ქალად აღიქმება. ხო ,არ დაგავიწყდეთ, აეროპორტში ლაშას და ოლგას დახვედრა,ახალი გმირი ჩამოგდით."