loader

ამ წუთებში ბათუმში წინასწარი დაკავების იზოლატორთან ჟურნალისტები აქციას მართავენ და სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში ბათუმში წინასწარი დაკავების იზოლატორთან ჟურნალისტები აქციას მართავენ და სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს

ბათუმში წინასწარი დაკავების იზოლატორთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები ბათუმელების დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ. მათ მიაჩნიათ, რომ მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს. ჟურნალისტების მთავარი მოთხოვნაა, დროულად გათავისუფლდეს ის.

“სახელმწიფო ძალადობს, მოძალადეები პოლიციის ფორმაში არიან გამოწყობილი. ჟურნალისტი წყდება თავის პროფესიას და დგას ქუჩაში, რათა ძალადობა გააპროტესტოს, ამის შემდეგ აღმოჩნდა წინასწარი დაკავების იზოლატორში. გვინახავს, როცა ხალხმა გაასამართლა რეჟიმი. არაერთი ძალადობის ფაქტი გაუშუქებია მზია ამაღლობელის მედიას, ეს არის მედია, რომელიც გვერდით გვედგა და უსამართლობას ებრძოდა. დღეს პატრიოტები ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე არიან. საერთაშორისო საზოგადოება სოლიდარობით გადაარჩენს მზია ამაღლობელს” ,- აცხადებენ შეკრებილები.