"ეს ახალგაზრდა კაცი 24 საათი დგას ბათუმელების სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე" - რას წერს კახა კალაძე ბათუმის პოლიციის უფროსზე?
თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე წერს:
"ჩემი მხარდაჭერა ძალიან მაგარ ადამიანს, ღირსეულ ქართველს და ღირსეულ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს. ეს ახალგაზრდა კაცი 24 საათი დგას ბათუმელების სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში ირაკლი ფაშისტური ბულინგის და ფიზიკური შეტევის განსაკუთრებული ობიექტი გახდა, მაგრამ მის გუნდთან ერთად, ის ყველა გამოწვევას ღირსეულად პასუხობს.მადლობა ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ხალხს!"