loader

"ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს" - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბიში ლაშა გაბიტაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს" - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბიში ლაშა გაბიტაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებენ

„ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ვიდეო გაავრცელა სადაც ის და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქეებს ძველით ახალ წელს წინასწარ ულოცავენ და დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ.

ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქეს დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლაშა გაბიტაშვილმა სასტუმროში გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ის ყვება, რომ სასტუმროში საუზმის დროს „ოცნების“ წევრები მასთან მივარდნენ გუშინ მომხდარის გამო. ლაშა გაბიტაშვილმა გუშინ აბუ-დაბიში პროტესტი გამოხატა „ოცნების“ წევრების მიმართ და ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.