loader

ვინ არის პირი, რომელიც აბუ-დაბიში ლაშა გაბიტაშვილთან "ქართული ოცნების“ დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ დააკავა - რას ყვება წყარო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის პირი, რომელიც აბუ-დაბიში ლაშა გაბიტაშვილთან "ქართული ოცნების“ დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ დააკავა - რას ყვება წყარო?

აბუ-და­ბი­ში, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში“, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე სა­უზ­მო­ბი­სას ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს თავს და­ესხნენ. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს, რომ ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი გელა სამ­ხა­რა­უ­ლი.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა, ნიკა ხა­ტი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ გა­ბი­ტაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც 13 იან­ვარს აბუ-და­ბი­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, ცდი­ლობს, საქ­მე აღ­ძრას მათ წი­ნა­აღ­მდეგ.

ხა­ტი­აშ­ვი­ლის ცნო­ბით­ვე, გა­ბი­ტაშ­ვი­ლის­გან იცის, რომ "მო­ძა­ლა­დე­ე­ბის მხრი­დან ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია ერთ-ერთი პირი (ვის­მა ნას­როლ­მა თეფშმაც სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია),“ - წერს ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

წყა­რო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ AMBEBI.GE-ს უდას­ტუ­რებს იმ ფაქტს, რომ ინ­ცი­დენ­ტის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს ჩხუ­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, დამ­სვე­ნე­ბე­ლი, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მე­გო­ბა­რი, გიო გო­გო­ლა­ძე, ვისი ნას­რო­ლი სა­ი­ნიც რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრო­მელს მოხ­ვდა და და­ზი­ან­და. წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, რომ გო­გო­ლა­ძე ბიზ­ნეს­მე­ნია, ასე­ვე, იმე­დოვ­ნებს, რომ მას მალე გა­მო­უშ­ვე­ბენ. აბუ-და­ბი­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან იკი­თხე­ბი­ან ჯგუ­ფურ თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თვე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი. წაიკითხეთ ვრცლად...