ცუნამის საფრთხე და 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში - იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო მაცხოვრებლებს აფრთხილებს
იაპონიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა იაპონიის სამხრეთით, კიუშუს რეგიონში, ადგილობრივი დროით 21:19 საათზე მოხდა.
ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაიცა მიაძაკის პრეფექტურაზე, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი ცენტრი იყო.
დაშავებულების ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.