loader

"მამაკაცი საკუთარი მანქანიდან გადმოვიდა და მოულოდნელად უგონოდ დაეცა..." - როგორ გადაარჩინა სასწრაფოს მე-11 ბრიგადამ ადამიანის სიცოცხლე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამაკაცი საკუთარი მანქანიდან გადმოვიდა და მოულოდნელად უგონოდ დაეცა..." - როგორ გადაარჩინა სასწრაფოს მე-11 ბრიგადამ ადამიანის სიცოცხლე

"თბილისის მე-11 ბრიგადა გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც ქუჩაში ჩოჩქოლი შენიშნა, სადაც ხალხი დახმარებას ითხოვდა. ადგილზე მყოფი გამვლელების გადმოცემით მამაკაცი საკუთარი მანქანიდან გადმოვიდა და მოულოდნელად უგონოდ დაეცა. როგორც პარამედიკოსი ნინო ყვირალაშვილი იხსენებს, მამაკაცი არ სუნთქავდა, ხოლო მონიტორზე დაფიქსირდა ფიბრილაცია. ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება. გამოყენებულ იქნა ელექტროშოკი და ადრენალინი, სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რითმი. ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი, სადაც დადასტურდა კარდიომიოპათია, რის შესახებაც პაციენტმა არ იცოდა. აღსანიშნავია ის ამბავიც, რომ ამჟამად პაციენტი პალატაშია გადაყვანილი და თავს კარგად გრძნობს. გვეამაყება:პარამედიკოსი ნინო ყვირალაშვილი, უმცროსი ექიმი ხატია ბიწკინაშვილი, მძღოლი ლევან ბალხამიშვილი" - წერს გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" სოციალურ ქსელში