loader

"გაფრთხილება ყველას, ვინც ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობს!" - ჯო უილსონი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაფრთხილება ყველას, ვინც ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობს!" - ჯო უილსონი

ავტორიტარული რეჟიმი, რუსეთის მარიონეტი ხელისუფლება და რეპრესიული მმართველობა - ასე აფასებს ამერიკელი და ევროპელი ლიდერების ნაწილი ქართული ოცნების პოლიტიკას.

საერთაშორისო პარტნიორები უერთდებიან პროტესტის ნიშნად რუსთაველის გამზრიზე შეკრებილი მოქალაქეების მოწოდებას ქვეყანაში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების შესახებ.

უცხოელი პოლიტიკური აქტორები კვლავ საუბრობენ ბიძინა ივანიშვლისა და მისი გუნდის წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების გამოყენების მნიშვნელობაზე. მათი შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" სახიფათო კურსი აირჩია - კურსი, რომელიც რეპრესიული მმართველობისკენ მიდის.