ფოთში, ფონდ ,,ბილივის“ ორგანიზებით საახალწლო კამპანია - ,,გჯეროდეს სიკეთის” მიმდინარეობს
ფოთში, ფონდ ,,ბილივის“ ორგანიზებით საახალწლო კამპანია - ,,გჯეროდეს სიკეთის” მიმდინარეობს. კამპანია მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად ხორციელდება. ბავშვებს სხვადასხვა სახის სათამაშო, საჩუქრები, ტკბილეული და პროდუქტების კალათები უკვე გადაეცათ.
ბილივის“ ინფორმაციით, საერთო ჯამში, საახალწლო კამპანიამ 60-მდე პატარა მოიცვა.. ცნობისთვის, „გჯეროდეს სიკეთის“ - ფონდ ,,ბილივის“ ყოველწლიური საახალწლო კამპანიაა.
იგი ფონდის მეგობრების, კერძო კომპანიებისა და ინდივიდუალური შემომწირველების ჩართულობით მე-9 წელია ხორციელდება. საახალწლო კამპანია ,,გჯეროდეს სიკეთის“ 30 დეკემბერს დაიწყო და 14 იანვარს, ძველით ახალ წელს, დასრულდება.