loader

"ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება!" - რას წერს მსახიობი ლევან ხურცია სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება!" - რას წერს მსახიობი ლევან ხურცია სოციალურ ქსელში?

"ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება!

ბოროტმოქმედი რომ ხვდება ციხეში, სადღაც ისიც კი იწვევს ნორმალურ ადამიანში სინანულს… თუ მანიაკალურ სისასტიკეზე არაა საუბარი და ამ ბიჭების 5 და 6 წლით ცხოვრების წართმევა, როგორც ადამიანს არ მიმაჩნია სამართლიანი ნაბიჯი იყოს, პირიქით ესეთი გადაწყვეტილებები უსამართლობის განცდას გამოიწვევს ბევრ ადამიანში…

კანონი ყველასათვის უნდა კანონობდეს, მაგრამ სასჯელის შესაბამისობასაც ხომ აქვს მნიშვნელობა!

ვინც კი იცნობს ანდრო ჭიჭინაძეს, აუგი არავის დასცდენია მის პიროვნებაზე, ამასაც ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს რა ადამიანზეა საუბარი…

უდიდესი იმედი მაქვს სასამართლოს სწორი პოზიციის და გაითვალისწინეთ. კანონსაც შეიძლება ლოიალური მხარე მოუძებნო და ადამიანს ცხოვრება არ დაუნგრიოთ…

p.s. რეპრესიებს და ძალადობრივ საქციელს კარგი არასდროს არაფერი მოუტანია!" - ამის შესახებ მსახიობი ლევან ხურცია სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, 10 იანვარს, მოსამართლემ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი პატიმრობაში დატოვა.