"ზუსტად 1 წუთით ადრე გადავეყარე ზარქუას, ცხელ კერძებს არჩევდა: მივაძახე..." - აბუ-დაბიდან ახალი კადრები ვრცელდება
მოქალაქე, ელენე ცინცაძე აბუდაბიდან ვიდეოს აქვეყენბს და წერს:
"ზუსტად 1 წუთით ადრე გადავეყარე ზარქუას, ცხელ კერძებს არჩევდა მივაძახე ,,ზარქუა, ვენაცვალე იმ ბიჭს, რაც გუშინ დაგმართა, მეტის ღირსი ხარ თქო” და ისე დამცინავად გადმომხედა, ვის დაკარგვიხარო," - წერს ელენე ცინცაძე მას შემდეგ რაც "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ვიქტორ სანიკიძესა, ირაკლი ზარქუასა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო კადრებს, სადაც ჩანს ფიზიკური დაპირისპირება მასა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას შორის.
"მომვარდნენ ეს რუსი ***ი" - წერს ლაშა გაბიტაშვილი:
ცნობისთვის, 12 იანვარს ლაშა გაბიტაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი სადაც წერდა, რომ აბუ-დაბიში ირაკლი ზარქუას შეხვდა და გადაწყვიტა, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მოეყოლა, თუმცა ზარქუამ მის ტელეფონს ხელი გაარტყა და შეურაცხყოფა მიაყენა. პოსტს თან ერთოდა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრებიც.საპასუხოდ, ზარქუამაც გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა:
მოკლედ, მეგობრებთან ერთად ვარ საემიროებში მორიგი გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი გადაგვეყარა აქ, უფრო სწორედ “გაიჩალიჩა”, ასე უფრო მართებული იქნება ამის თქმა
თავს დაგვადგა საუზმის დროს, მობილურ მომარჯვებული (ასეთ ვიდეოებში ფულს იღებენ მერე ეს გადედლებული პროვოკატორები) და სანამ პროვოკაციას მოაწყობდა მანამდე მისაღები მიიღო ჩემგან და შემდეგ პოლიცია პოლიციის ყვირილით გავარდა მისაღებში და ამით ამოიწურა დილის ინციდენტი.
ამის შემდეგ გადაგვეკვეთა სასტუმროს შემოსასვლელში და მოვთხოვე პასუხი მაგის საქციელზე საუზმის დროს და მანდაც, როგორც სჩვევიათ ამ გადედლებულ კაცუნებს, პოლიციის ძახილით შევარდა სასტუმროში, ხოლო როგორც კი ცოტა დისტანციაზე აღმოვჩნდი, ისევ გამოიქცა გინებ-გინებით ეს კაცმაცუნა ხოლო ვიდეოს გადაღება დაავალა ეტყობა მის მიმდევარ აქტივისტს და ასეთი ვიდეოც გამოაცხვეს!".