რესტორან "ბიბილოსთან" წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა
რესტორან “ბაბილოსთან” აქციაზე კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა.
ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა.
ასევე ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა, მათ შორის არიან როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. რესტორნის შენობის უკანა შესასვლელთან კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები განლაგდნენ.