უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა.
ინფორმაციას მებრძოლის ოჯახის წევრი და სხვა მებრძოლებიც ავრცელებენ.
კონკრეტულად, სად და რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი, უცნობია.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ ათობით ქართველი მებრძოლი დაიღუპა.