loader

რესტორან “ბაბილოდან” გამოსულ მოსამართლეს აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რესტორან “ბაბილოდან” გამოსულ მოსამართლეს აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს

რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

კერძოდ, ერთ-ერთი მოსამართლე აქციის მონაწილეებმა შეძახილებით გააცილეს, მისი მიმართულებით ისროდნენ კვერცხებს, ასევე, წყალს ასხამდნენ. ამასთან, ადგილზე აღნიშნულ მოსამართლეს სიტყვიერად დაუპირისპირდა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელმაც მას “უნამუსო” უწოდა. ისმოდა შეძახილები: “მონა”, “მონა”, “გაათავისუფლეთ ახალგაზრდები!”.

ერთ-ერთი მოსამართლე კი ტერიტორიის დატოვებას ავტობუსის საშუალებით შეეცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მძღოლს მოუწოდეს, არ აეშვა ის სატრანსპორტო საშუალებაში, რის შემდეგაც ავტობუსმა ტერიტორია დატოვა. მოსამართლემ კი რესტორნის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა.