loader

როგორ გადაურჩა მასშტაბურ ხანძარს ერთადერთი სახლი მალიბუში - რას ამბობს ვილის მფლობელი? - ვიდეოკადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადაურჩა მასშტაბურ ხანძარს ერთადერთი სახლი მალიბუში - რას ამბობს ვილის მფლობელი? - ვიდეოკადრები ადგილიდან

მა­ლი­ბუ­ში, 9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სახ­ლი ხან­ძარს გა­და­ურ­ჩა. მისი მფლო­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ ქო­ნე­ბა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა:

სახ­ლი ეკუთ­ვნის ნარ­ჩე­ნე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რის, 64 წლის დე­ვიდ სტე­ი­ნერს. ქო­ნე­ბა თით­ქმის 9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირს და წყნა­რი ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე­ობს.

სტე­ი­ნე­რის აზ­რით, მისი ქო­ნე­ბის ულტრა მტკი­ცე კონ­სტრუქ­ცი­აა - შექ­მნი­ლია მი­წისძვრე­ბის­გან და­სა­ცა­ვად - სწო­რედ ამ მი­ზე­ზით გა­და­ურ­ჩა ხან­ძარს, რო­მელ­მაც გარ­შე­მო უამ­რა­ვი სახ­ლი გა­ა­ნად­გუ­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლოს ან­ჯე­ლეს­ში 7 იან­ვრის შემ­დეგ ხან­ძარს ებ­რძვი­ან. სტიქიამ უკვე იმ­სხვერ­პლა 10 ადა­მი­ა­ნი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია 10 000-ზე მეტი ნა­გე­ბო­ბა.

ხან­ძა­რი წყნა­რი ოკე­ა­ნის პა­ლი­სა­დებ­ში გა­სულ სამ­შა­ბათს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 10:30 სა­ათ­ზე და­ი­წყო, მა­ლე­ვე გაჩ­ნდა ხან­ძრის სხვა კე­რე­ბი ლოს ან­ჯე­ლე­სის გარ­შე­მო, მათ შო­რის დიდი კერა გაჩ­ნდა კა­ლი­ფორ­ნი­ის ქა­ლაქ პა­სა­დე­ნა­ში.

ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­ნი­ხი­ლა­ვენ სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ებს, მათ შო­რის, ცე­ცხლის გან­ზრახ წა­კი­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

წყარო