loader

"მივუახლოვდი რომ მეთქვა მათმა რეჟიმმა რა ქნა გუშინ ბათუმში, მაგრამ ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს - დასაკარგიც აღარაფერია- მოქალაქე ირაკლი ზარქუასთან დაპირისპირების კადრებს ავრცელებს - რა მოხდა აბუ-დაბიში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივუახლოვდი რომ მეთქვა მათმა რეჟიმმა რა ქნა გუშინ ბათუმში, მაგრამ ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს - დასაკარგიც აღარაფერია- მოქალაქე ირაკლი ზარქუასთან დაპირისპირების კადრებს ავრცელებს - რა მოხდა აბუ-დაბიში?

"აბუ დაბიში მწამებელი და რეპრესიული რეჟიმის შემოქმედები შემხვდნენ კონცერტზე არიან ჩამოსულები. წყნარად მივუახლოვდი რომ მეთქვა მათმა რეჟიმმა რა ქნა გუშინ ბათუმში, მაგრამ ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა!

არადა მინდოდა მეთქვა რომ ისინი ესე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, რომ ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხეებიდან, მაგრამ არ მაცალა.

ესე ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას, არც საგმიროა ეს საქმე არც საამაყო, უბრალოდ მათ ხელშია სიტუაციის განმუხტვა! ციხეში ხალხი ჩემი თავისუფლების გამო ზის მათ ვერ მივატოვებ და დასაკარგიც არაფერია, რადგან აღკვეთილი მაქვს თავისუფლება.

არც დაჭერის, არც რეპრესიების არ მეშინია, ჩვენ ბევრნი ვართ !

ახალი არჩევნები და ხალხის ციხიდან გამოშვებაა მთავარი" - წერს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში და ირაკლი ზარქუასთან დაპირისპირების კადრებს ავრცელებს.