loader

"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი...მივმართავ მათ..." - გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი...მივმართავ მათ..." - გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიტიკური, თუ ეკონომიკური დანაშაულის სქემებთან განსაკუთრებით ახლოს მდგომი ზოგიერთი პირი არ მოხვდა სასანქციო სიაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დროულად ითანამშრომლა აშშ-ს სპეც-სამსახურებთან.

მივმართავ მათ, ვინც ჯერ არ შეუყვანიათ სიაში, მაგრამ აშკარა კანდიდატია - თუ გინდათ, რომ გადაურჩეთ ამ ტურბულენტობას, დროულად დაიწყეთ თანამშრომლობა შესაბამის სტრუქტურებთან, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უკანონო ქმედებების გახსნის კუთხით.

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ დღეიდან უნდა შეწყვიტოთ უკანონო დავალებების შესრულება." - წერს გია ხუხაშვილი