საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 09:23 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთთან, ჩრდილო-აღმოსავლეთით 34კმ-ში, სოფელი უკანაფშავში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ კი 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.