"არა, ეს რაღაც უცხო კუნძული არაა..." - რას წერს სალომე ზურაბიშვილი?
სალომე ზურაბიშვილი ანაკლიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:
"არა ეს რაღაც უცხო კუნძული არაა, ანაკლია. ამის მოვლა აუცილებელია! გაპარტახებული კურორტი ე.წ. საზღვართან. ესეც ნიშანია თუ როგორ უყურებს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებს და რა პოლიტიკას ატარებს. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გამყოფ ხაზთან მოვლილი, განვითარებული, ცოცხალი კურორტს გააშენებდნენ. და არა მხოლოდ განმუხურს და ანაკლიას ეხება ეს. ზუგდიდსაც არაფერი ეტყობა მოვლისა და განვითარების. პატრონი არ ჰყავს ერთ-ერთ ჩვენ სტრატეგიულ რეგიონს! არც ახალი ინვესტიციები, არც ხედვა, არც სტრატეგია. ეს უფრო იმას გაფიქრებინებს ,რომ ვიღაც უფრო ზრუნავს რუსების არ გაღიზიანებაზე, ვიდრე საკუთარი ხალხის განვითარებაზე.