"6 თვე ვცდილობდი მის გადარწმუნებას... ეს იყო მეხის გასროლა მოწმენდილ ცაზე" - ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის დატოვება სურს.
"ვითარება "კვარასთან" დაკავშირებით ასეთია – ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეზე. გასულ ზაფხულს პრეზიდენტს ვთხოვე, ზუსტად მცოდნოდა, ვინ რჩებოდა გუნდში. მოვითხოვე რამდენიმე ფეხბურთელის დატოვება, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, კვარაცხელიაც იყო.
ხვიჩამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ითხოვა გაყიდვა და ახლაც იგივე სურვილი გამოთქვა. მე მას პირადად ვესაუბრე, მანაც დამიდასტურა – წასვლა სურს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. კვარას არ სურს კონტრაქტის განახლება. იქნებ არც მე ვიყავი საკმარისად დამაჯერებელი, რათა მხარეების შეთანხმებაში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ჯაჭვებით ვერ დავაკავებ მათ, ვისაც დარჩენა არ უნდა.6 თვის განმავლობაში ვცდილობდი მის გადარწმუნებას და ახლა მივხვდი, რომ ეს იყო მეხის გასროლა მოწმენდილ ცაზე. ხვიჩა „ვერონასთან“ ვერ ითამაშებს. აშკარაა, რომ ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეს ვკარგავთ.
ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში. ახლა ყველაფერი კლუბისა და ფეხბურთელის გარემოცვის გადასაწყვეტია. კვარას ჯაჭვით ვერ შევაჩერებ. დარჩენას არავის ვაიძულებ. ეს არის ვითარება, რომელიც კლუბმა და ფეხბურთელის გარემოცვამ უნდა მოაგვარონ. მე კვარაცხელიას თავისუფალი ნება დავუტოვე“, – განაცხადა კონტემ.
ცნობისთვის, 23 წლის კვარაცხელია "ნაპოლის" 2022 წელს შეუერთდა. ქართველ ფეხბურთელს ლივერპულსა და პარი სენ ჟერმენში გადასვლას უკავშირებენ.