პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას „ჩცდ მარში“ შეუერთდა
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას „ჩცდ მარში“ შეუერთდა. რესპუბლიკის მოედნიდან გამართულ მსვლელობაში სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებმა დაგულშემატკივრებმა მიიღეს მონაწილეობა.
მათი ლოზუნგია „ჩცდ საქართველოს თავისუფლებისთვის”.
მსვლელობის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ტაშით, შეძახილებითა და ანთებული ფანრებით შეხვდნენ.
მომიტინგეები სკანდირებენ: „არჩევნები“, „საქართველო“, „საქართველოს გაუმარჯოს“.
მანამდე საკანონმდებლო ორგანოსთან ასევე მსვლელობით მივიდნენ მოქალაქეები ლოზუნგით - „უთანასწორობა უსამართლობაა” და „მეგობრების მარში“.
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.