"ძალიან არაეთიკურია ასეთი ქმედება. მეტისმეტი ქაჯობაა, რაც გააკეთა, პასუხს ვაგებნებ!" - ვის უპირიპირდება ალეკო ელისაშვილი?
კლინიკა ვივამედის ხელმძღვანელი ეს ქალბატონი აქვეყნებს ჩემი რენტგენის ფოტო საჯაროდ. ამ ქალს ვინმემ აუხსნას რომ ეს არის ჩემი პირადი ინფორმაცია, პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება კი აკრძალულია და დაუშვებელია. თან აკრძალულია და თან ძალიან არაეთიკურია ასეთი ქმედება. მეტისმეტი ქაჯობაა რაც გააკეთა! ეს რაც შეეხება რენტგენის ფოტოს გამოქვეყნებას, თორემ დიაგნოზი რომ შეცვალეს და დამალეს ეგ ცალკე ამბავია და მაგ ამბავზე ძალიან პასუხს ვაგებინებ მაგ ქალსაც და მის ფაშისტურ კლინიკასაც, - წერს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, გასული წლის 3 დეკემბერს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბაბაევის თქმით, შემთხვევა 2 დეკემბერს, საღამო საათებში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. მისი განმარტებით, მომხდარის შედეგად მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, შემდგომ კი, მისი გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“ გახდა საჭირო. ელისაშვილმა საავადმყოფო ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ დატოვა.