loader

"მანდატურმა ზურგში ჩამარტყა ხელი" - ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მანდატურმა ზურგში ჩამარტყა ხელი" - ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, დარბაზთან, სადაც აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი განახლდა, ხმაური იყო.

დაპირისპირება მოჰყვა მანდატურების მცდელობას, რომ ფოიეში შეკრებილები სასამართლოს შენობიდან გაეყვანათ.

დაკავებულების ახლობლები და მხარდამჭერები ამბობენ, რომ მანდატურები მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი სკანდირებენ - „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!“. ასევე, მოსამართლის მისამართით სკანდირებენ: „ხუსკივაძე - მონა“.

„მანდატურის თანამშრომელმა ზურგში ჩამარტყა ხელი, ზვიად ცეცხლაძის დედა იდგა და ვცდილობდი, რომ ქალბატონზე არ ყოფილიყო ზეწოლა. მანდატურები მოგვაწვნენ, დაიწყეს იდაყვების და ხელების რტყმა. პროცესებს, რაც ახლა მიმდინარეობს, სასამართლოს ეძახიან, მაგრამ ეს ცირკია. ეს არის კონსტიტუციის თავზე დახევა. დღეს თუ კონსტიტუციას გვახევთ თავზე, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი უკან შემოგიბრუნდებათ“,- განაცხადა დაკავებულების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

საბოლოოდ, საქალაქო სასამართლოში შეკრებილების ნაწილმა სასამართლოს ეზოში გადაინაცვლა, სადაც პროტესტს და სასამართლოს მიმართ შეძახილებს განაგრძობენ.