loader

"უნდა ვთქვა, რომ ვრცელ­დე­ბა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია" - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უნდა ვთქვა, რომ ვრცელ­დე­ბა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია" - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი

ოკუ­პი­რე­ბულ გალ­ში, სა­ბე­რი­ო­ში, ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი 9 იან­ვარს დაკ­რძა­ლეს. გო­გო­ნე­ბი უკა­ნას­კნელ გზა­ზე უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ცი­ლა. ГалМедиа-მ ად­გი­ლი­დან უმ­ძი­მე­სი რე­პორ­ტა­ჟი გა­ავ­რცე­ლა.

გო­გო­ნე­ბის მშობ­ლებს სამ­ძი­მა­რი აფხაზ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა, ად­გი­ლობ­რივ­მა ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და ჩა­სულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­უ­ცხა­დეს.

ტრა­გე­დია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ჭო­ლა­რი­ე­ბის სახ­ლში 5 იან­ვარს, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და.

ბე­ბი­ას­თან ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან სა­ა­ხალ­წლოდ სტუმ­რად ჩა­სუ­ლი ხუთი შვი­ლიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ბე­ბი­ამ გა­სათ­ბო­ბად ღუ­მე­ლის ან­თე­ბა გა­და­წყვი­ტა, რა დრო­საც ნავ­თი ბენ­ზინ­ში აე­რია და აღ­ნიშ­ნულ­მა ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვია.

არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა - ენ­გურ­ჰე­სის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მის­ვლი­სას სახ­ლი სრუ­ლად დამ­წვა­რი დახ­ვდათ. და­ღუ­პუ­ლი ხუთი ბავ­შვი­დან უფ­რო­სი გოგო 8 წლის იყო, უმ­ცრო­სი - 4 თვის.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი უყ­ვე­ბა, ჭო­ლა­რი­ე­ბი ზუგ­დიდ­ში ცხოვ­რობ­დნენ და სა­ბე­რი­ო­ში ბე­ბი­ას­თან არ­და­დე­გე­ბის და­წყე­ბამ­დე ჩა­ვიდ­ნენ. ბავ­შვე­ბი ზუგ­დი­დის სკო­ლა­სა და ბაღ­ში და­დი­ოდ­ნენ. ტრა­გე­დია ხის სახ­ლში მოხ­და და სწო­რედ ამი­ტომ მო­ე­დო ხან­ძა­რი ასე სწრა­ფად იქა­უ­რო­ბას,"გო­გო­ნე­ბის დედა ზუგ­დი­დე­ლია, შამ­გო­ნა­დან არის. სა­ბე­რი­ო­ში დაკ­რძა­ლეს ბავ­შვე­ბი. "გალ­ფი" იყო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა მათ ამ­ბავს და წუ­ხელ 500 00 ჩა­უ­რი­ცხეს ოჯახს. მე რო­გორც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია ოჯა­ხის­თვის ბი­ნის შე­ძე­ნას გეგ­მავს დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტროც. სახ­ლის მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში არი­ან.

ეს ოჯა­ხი ზუგ­დიდ­ში ცხოვ­რობ­და. ორი უფ­რო­სი გო­გო­ნა სკო­ლა­ში იქ და­დი­ო­და, ორი უმ­ცრო­სი კი - ბაღ­ში, სულ პა­ტა­რა თვე­ე­ბის იყო. სა­ბე­რი­ო­შიც იყო მათი სახ­ლი. არ­და­დე­გე­ბამ­დე წა­ვი­და ვი­ტა­ლი ოჯა­ხით, მა­მის საფ­ლავ­ზე რა­ღაც ჰქონ­და მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი, თან სა­ა­ხალ­წლოდ მო­ვემ­ზა­დე­ბიო, იქა­უ­რო­ბად და­ვა­სუფ­თა­ვე­ბო. შემ­დეგ ეს ტრა­გე­დია მოხ­და. ხის სახ­ლია, ამი­ტომ სწრა­ფად მო­ე­დო ცე­ცხლი. გუ­შინ გა­მო­წე­რეს ბე­ბია. ვინც ამ ტრა­გე­დი­ას შე­ეს­წრო. ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში იყო დამ­წვრო­ბის გამო.

უნდა ვთქვა, რომ ვრცელ­დე­ბა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს გო­გო­ნე­ბის დედა ორ­სუ­ლა­დაა. არ ვიცი რა­ტომ ავ­რცე­ლე­ბენ ამას, ეს ტყუ­ი­ლია. განგრძეთ კითხვა