"ძალიან გთხოვთ ნუ აპანიკებთ მიზანმიმართულად ადამიანებს!" - პედიატრი მიმართვას ავრცელებს
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს და წერს:
"ძალიან გთხოვთ ნუ აპანიკებთ მიზანმიმართულად ადამიანებს!!! სეზონური ვირუსები ყოველთვის იყო არის და იქნება!!! რომელ ზამთარს ჩაუვლია გრიპის ვირუსის გარეშე შეგიძლიათ გაიხსენოთ??? განსაკუთრებით აქ, ამ სივრცეში წაკითხული და მოსმენილი ინფორმაციული სტრესი, იწვევს თავისუფალი რადიკალების აქტივაციას რაც შეიძლება ოქსიდაციური სტრესის მიზეზი გახდეს ეს კი საგრძნობლად აქვეითებს იმუნიტეტს!!! ვირუსს მკურნალობა არ ჭირდება,მას მოვლა და მოფერება უნდა!!! მიიღეთ სითხეები,არეგულირეთ ტემპერატურა,იყავით ყურადღებით,იქონიეთ კონტაქტი ექიმთან!!! როგორც მოვა,ისე წავა!" - წერს ექიმი.