პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - გადაკეტილია რუსთაველის გამზირი
პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
ადგილზე არიან მოქალაქეები, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა", "საქართველოს გაუმარჯოს".
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
მოქალაქეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია - გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ხელახალი ვადამდელი არჩევნები.
ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს "ვერელებისა და ვაკელების მარში შეუერთდა.
აქციის მონაწილეები ერთმანეთს ოვაციებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებენ - "საქართველოს გაუმარჯოს".