“რა გაწევ-გამოწევა მოჰყვა, ისიც თქვას…” - რას წერს გია ხუხაშვილი მამუკა მდინარაძეზე
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
"მდინარაძე ამბობს, რომ ჯო უილსონს ფული არ გადაუხადეს და ამიტომ “ებრძვის” ამათ. მაგას ჯობია ის თქვას:
1. რამდენი მილიონი და ვისი ხელით გადაუხადეს ლობისტებს აშშ-სთან “დალაგებაში” და პასუხად უილსონის ხელით სანქციები მიიღეს.
2. რამდენი და ვის გადაუხადეს პია კაუმას ვიზიტის ორგანიზებაში და პასუხად ისევ უილსონის ხელით ეს ვიზიტიც ჩაიშალა.
რა გაწევ-გამოწევა მოყვა ამას, ისიც თქვას…მოკლედ, სულ უკუღმა იხდიან, არ უფრთხილდებიან ბიძინას ფულს…" - წერს გია ხუხაშვილი.