"რადიო თავისუფლების" ცნობით, "ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელის" შესახებ აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს წერილი გაუგზავნეს - ვინ არიან შეყვანილი სიაში: იხილეთ ჩამონათვალი
"რადიო თავისუფლება" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მას "ქართული ოცნების" "ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების" და "ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის" შესახებ ატყობინებენ.
კონგრესიდან მარკო რუბიოსადმი გაგზავნილი წერილით, მას სთხოვენ სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისა და "გამაძლიერებლებისათვის.
"ამავე წერილში, რომელიც კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, - "ივანიშვილის "მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან "ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“, - წერს "რადიო თავისუფლება".
გამოცემის გამოქვეყნებულ სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან:
"ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“:
ეკატერინა ხვედელიძე
ივანიშვილის ცოლი
ალეკო ივანიშვილი
შმაგი კობახიძეუჩა მამაცაშვილი"
"ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები:
ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის უფროსი
ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
კახა კალაძე, თბილისის მერი
ირაკლი კობახიძე - წერილში მოხსენიებულია როგორც "დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“
ლაშა ნაცვლიშვილი - მოხსენიებულია, როგორც "პარტიის იდეოლოგი“
ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი... სიაში მოხსენიებულია, როგორც "პარტიის იდეოლოგი“.
"კორუმპირებული ფინანსური "გამაძლიერებლები" ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან:
ირაკლი რუხაძე, "იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
სოსო ფხაკაძე, "ვისოლის“ დამფუძნებელი
ხვიჩა მაქაცარია
ირაკლი გილაური, "საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი
ვანო ჩხარტიშვილი
სულხან პაპაშვილი
გიორგი კაპანაძე ("რიჟა“)
ილია წულაია, "არქის“ დამფუძნებელი
ნოშრევან ნამორაძე
ვიქტორ ჯაფარიძე, "პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი
მოსამართლეები:
მიხეილ ჩინჩალაძე
ლევან მურუსიძე.