"რა საშინელი დღე გათენდა... ორი შვილი დარჩა" - ცნობილია ქუთაისში ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქ ავტომობილში მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილი ქალი სალი ყაზაიშვილია, მას ორი შვილი დარჩა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.
"დაჯერება მიჭირს, ეს რა ლამაზი და კარგი გოგო გამხდარხარ სალო... სულ პატარა მახსოვს, რომ დაიწვა და გადაარჩინეს... აღარ იყო დედა შენ გვერდით ალბათ, ისევ რომ ეშველა... თმენის ძალა შენს ოჯახს. ეს რა საშინელი ამბავია. გამისკდა გული...
ძალიან მეტკინა გული, ეს რა მოხდა...
სალო როგორ ვისაუბრო შენზე წარსულში.... რა საშინელი დღე გათენდა, თვალებიდან არ ამომდის შენი სიცილი, როგორი ცქრიალა, ნაზი და კარგი იყავი....
"სიტყვები უძლურია, ანგელოზი ანგელოზებთან გაფრინდა. ვერ ვიჯერებ და არც მინდა დავიჯერო...
როგორი დასანანია ასეთი ახალგაზრდა მიწისთვის ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ნათელში გიმყოფოთ უფალმა..." - წერენ გარდაცვლილი ქალის ახლობლები სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.