ბაკურიანში მამა-შვილს ციგით მოსრიალე ქალი დაეჯახა - "5 თვის ჩვილი კლინიკაში გადაიყვანეს"
ბაკურიანში, ამირანის პარკში მომხდარი შემთხვევისას მცირეწლოვანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცს, რომელსაც ხელში 5 თვის შვილი ეჭირა, ციგით მოსრიალე ქალი დაეჯახა. შემთხვევა 7 იანვარს მოხდა. ამის შესახებ "სამხრეის კარიბჭე" ავრცელებს.
დაშავებული თავდაპირველად ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალში" აცხადებენ, რომ დაშავებულს მულტიპროფილური გამოკვლევები სჭირდებოდა, რის გამოც იგი კლინიკაში შეყვანიდან მალევე თბილისში გადაიყვანეს.