loader

უჩა აბაშიძე ციხიდან წერილს ავრცელებს - "მთავარი მეთოდი, რომელსაც ბიძინა ჩვენ წინააღმდეგ იყენებს, უკვე წლებია, არის "ტრიუკი", ფოკუსი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უჩა აბაშიძე ციხიდან წერილს ავრცელებს - "მთავარი მეთოდი, რომელსაც ბიძინა ჩვენ წინააღმდეგ იყენებს, უკვე წლებია, არის "ტრიუკი", ფოკუსი"

ბლოგერი უჩა აბაშიძე ციხიდან წერილს ავრცელებს.

"მთავარი მეთოდი, რომელსაც ბიძინა ჩვენ წინააღმდეგ იყენებს, უკვე წლებია, არის "ტრიუკი", ფოკუსი.

რატომ ჰქვია იცით - ფოკუსს - ფოკუსი? - მთავარი იარაღია ყურადღების, ფოკუსის სხვა რამეზე გადატანა - და ამ დროს მთავარი მოქმედების სხვაგან მოხდენა.

სულ ამ ერთიდაიგივე რამეს აკეთებს ბიძინა - საარჩევნო უბნის გარეთ ჩხუბია? - ყველა ამ ჩხუბს აშუქებს, ამ დროს გაყალბება ხდება შიგნით უბანზე - ფოკუს მოკუს.

ზომბივით გვიმეორებს - ხმის დამთვლელი აპარატი სანდოა, დამიჯერეთო - ჩვენ ყველა ვეჭვობთ და განვიხილავთ მთვლელი აპარატის სანდოობას - სინამდვილეში გაყალბების მთავარი იარაღი გამოდგა რეგისტრაციის აპარატები - ფოკუს მოკუს.

"რეჟისორი ლიფონავა დააკავეს აქციაზე" - ჩვენ და ჩვენი ჟურნალისტები ეძიებიან "რა მუხლით დააკავეს?" და სისულელეებზე ვამახვილებთ ყურადღებას. სინამდვილეში - მთავარი მანდ არის, დაჟე ის კი არა - რო დაშინებას ცდილობენ დანარჩენების, არა, ეგეც კი არა - მთავარია, რომ ლიფონავა არის საშუალო დონის ორგანიზატორი - პროტესტში, და მონაწილეობს ყველა იმ ჯგუფებში და ჩატებში, რომლებშიც რამე იგეგმება. 48 საათი იმიტო კი არ ჰყავდათ რომ "მანკიერი პრაქტიკაა" - არა, ფოკუსია ეგ - 48 საათი მის signal-ს, whatsapp-ს და viber-ს (და FB-ს) - ეჯდნენ. ყველანაირი VPN და signal-ის დაცულობა - აზრს კარგავს - ტელეფონი თუ ხელში ჩაიგდეს ფიზიკურად, და ყველა ტელეფონს "ხსნიან" 30 წუთში.

ჩვენი ჟურნალისტები კი - მის ადვოკატს ეძიებიან "რა მუხლი წაუყენეს? - რა მუხლი?" - ადვოკატი დინჯად პასუხობს "მეგობრებო, ესენი არ არიან სამართალდამცველები - ესენი არიან ..." - მარა ჟურნალისტი აწყვეტინებს “რა მუხლით? - რა მუხლით?" - და ყველა ერთვება ამ ჟივილ-ხივილში - ფოკუს მოკუს.

ეთო ბუზიაშვილის სახლიდან რომ ელექტრონიკა წაიღეს, განჩინების გარეშე და 1 000 კანონდარღვევით, მაგაზე რა ხდება? - ხან ქოლცენტრიო და ხან ფინანსური დარღვევებიო - დაგვავიწყდა ხო? - ფოკუს!

სინამდვილეში - ეთოს ჩატები და ელ. ფოსტა წაარბენიეს სუს-ში - რო სანამ ჩვენ "რა მუხლი? რა მუხლი?"-ს გავიძახით - იმათმა კონტაქტები და გრუპ-ჩატები შეისწავლონ.

გამოფხიზლდით - ნუ ვარდებით ფოკუსის გადატანაზე!

გაიაზრეთ რომ საბჭოთა კავშირია და გესტაპოა, ნუ გგონიათ, რომ მე ვის რაში ვჭირდები - არ შემეხებიანო, შენ არა - მარა შენი კავშირები ძალიან გამოადგებათ - და signal მთავრდება - ტელეფონს რომ გამოგგლეჯენ - წაშალეთ ჩატები, შალეთ პოსტები გრუპებში და გააგდეთ, ვინც დაიჭირეს - ეგრევე.

რუსეთი აქ არის უკვე - იბრძოლეთ შესაბამისად" - წერს უჩა აბაშიძე.