loader

ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად ვარსკვლავების მრავალმილიონიანი სახლებიც დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად ვარსკვლავების მრავალმილიონიანი სახლებიც დაიწვა

ლოს ან­ჯე­ლეს­ში კვლავ ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს, ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი. და­იწ­ვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, მათ შო­რის, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­სახ­ლე­ე­ბი,

ბილი კრის­ტა­ლი და პე­რის ჰილ­ტო­ნი იმ ვარ­სკვლა­ვებს შო­რის არი­ან, რომ­ლებ­მაც ხან­ძრის შე­დე­გად სახ­ლე­ბი და­კარ­გეს მე­დი­ის ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის სა­ერ­თო ჯამ­ში, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ათას­ზე მეტი ნა­გე­ბო­ბა. ცე­ცხლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია იმ არე­ალ­ში, სა­დაც კი­ნო­ვარ­სკვლა­ვე­ბის მდიდ­რუ­ლი ვი­ლე­ბი მდე­ბა­რე­ობს.

"ერთ დღეს აუზ­ში ბა­ნა­ობ და მე­ო­რე დღეს ყვე­ლა­ფე­რი ქრე­ბა“, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ო­ბი ჯე­იმს ვუდსი, რომ­ლის სახ­ლიც ხან­ძრის შე­დე­გად და­იწ­ვა.ფილმ "როცა ჰარი შეხ­ვდა სა­ლის" ვარ­სკვლა­ვი, მსა­ხი­ო­ბი ბილი კრის­ტა­ლი ამ­ბობს, რომ გული სტკი­ვა სახ­ლის და­კარ­გვის გამო, რად­გან მათ­თვის ეს სახ­ლი ის­ტო­რია იყო. ბილი ამ­ბობს, რომ სახ­ლში რო­მე­ლიც და­იწ­ვა, ცოლ­თან ერ­თად 1979 წლი­დან ცხოვ­რობ­და.

"ჩვენ აქ გავ­ზარ­დეთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, ჩვე­ნი სახ­ლის თი­თო­ე­უ­ლი სან­ტი­მეტ­რი სიყ­ვა­რუ­ლით იყო სავ­სე, აქა­უ­რო­ბას­თან უამ­რა­ვი მო­გო­ნე­ბა გვა­კავ­ში­რებ­და“, - ამ­ბობს ბილი კრის­ტა­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ცე­ცხლია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი აქვთ ჯე­ნი­ფერ ენის­ტონს, ბრედ­ლი კუ­პერს, ტომ ჰენკსს, რიზ უი­ზერ­სპუნს, ადამ სენდლერს, მა­იკლ კი­ტონს და სხვა ვარ­სკვლა­ვებს.სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლის მემ­კვიდ­რემ პე­რიზ ჰილ­ტონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი სახ­ლიც ხან­ძრის შე­დე­გად და­იწ­ვა.

"ოჯახ­თან ერ­თად პირ­და­პირ ეთერ­ში უყუ­რებ­დე, რო­გორ იწ­ვის შენი სახ­ლი, არის ის სა­ში­ნე­ლე­ბა, რაც არა­ვინ არ უნდა გა­მოს­ცა­დოს. ეს ის სახ­ლია, სა­დაც ამ­დე­ნი ძვირ­ფა­სი მო­გო­ნე­ბა შე­ვაგ­რო­ვეთ. ვლო­ცუ­ლობ ხან­ძრით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის“, - წერს პე­რის ჰილ­ტო­ნი "ინ­სტაგ­რამ­ზე".

გარ­და ამი­სა, და­იწ­ვა ლე­ი­ტონ მის­ტე­რის, ადამ ბრო­დი­სა და მენ­დი მუ­რის სახ­ლე­ბიც.

წყარო: ambebi.ge