loader

"სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი?

"სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა - ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გადადო 5 მარტისთვის.

ხვალ მოსამართლე ხალხით სავსე საქალაქო სასამართლოში იმსჯელებს დატოვებს თუ არა მსახიობს ციხეში.

პროცესის დრო - 10:30 საათი.

შევხვდებით პროცესზე " - ამის შესახებ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.