loader

"ძალიან გაბრაზებული ვარ! გაუსაძლის პირობებს უქმნიან" - რას წერს ნიკა კაციას ძმა სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან გაბრაზებული ვარ! გაუსაძლის პირობებს უქმნიან" - რას წერს ნიკა კაციას ძმა სოციალურ ქსელში?

"ნიკუშას გაუსაძლის პირობებს უქმნიან.

მას აღარ ეძლევა საშუალება თვალი ადევნოს მიმდინარე მოვლენებს. შეუზღუდეს გასასვლელი სასეირნო დრო. დარეკვითაც ვეღარ სარგებლობს, ისე როგორც აქამდე გვირეკავდა. შეუცვალეს საკანი-კორპუსი და საღორეში გადამიყვანეს ფაქტიურადო…

რას ველოდო?! ამას შევეგუო?! არ ვაპირებ!!! გაბრაზებული ვარ!!! ძალიან გაბრაზებული!!!" - ამის შესახებ ნიკა კაციას ძმა ლაშა კაცია სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, ჟურნალისტი ნიკა კაცია 2024 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.