"კარგად ინფორმირებულმა წყარომ კონგრესიდან მითხრა..." - რას წერს Fox News-ის ქართველი ჟურნალისტი?
"კარგად ინფორმირებულმა წყარომ კონგრესიდან მითხრა, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში წარდგენილია" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Fox News-ის ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია წერს.
მანამდე, 8 იანვარს, ნანა საჯაიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"...ჩვენ მიერ მოპოვებული კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება.
აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, ქართული ოცნების მთავრობაზე.
კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა.
კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.
ავტორებს პრეცედენტად კონგრესმენ უილსონის მიერ 2023-ში წარდგენილი “ასადის მთავრობის არაღიარების აქტი” მოჰყავთ. მას კონგრესმა კენჭი შარშან თებერვალში უყარა და 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, სენატის მიერ (NDAA-ს ნაწილად) დამტკიცების შემდეგ, მას ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა მოაწერა და კანონი ძალაში შევიდა".