საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის გავლენების შესახებ საუბრობს - რა პასუხი აქვს მთავრობას?
საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის გავლენების შესახებ საუბრობს და პოლიტიკური კრიზისიდან შესაძლო გამოსავლად ახალი არჩევნების დანიშვნას ასახელებს.
„ქართული ოცნება“ ემანუელ მაკრონის გზავნილებს ცრუ ნარატივებზე დაფუძნებულ დასკვნად მიიჩნევს.
უმრავლესობის ლიდერები კვლავ ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ჩარევებზე საუბრობენ. ოპოზიცია კი საფრანგეთის პრეზიდენტის გზავნილებს იწონებს და დასავლეთის პოლიტიკური ლიდერების თანმიმდევრულ და მყარ პოლიტიკას მიესალმება.