"106-მდე დაღუპული და 174-მდე დაშავებული - როგორია ბოლო ცნობები ტიბეტში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით?
ტიბეტში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 174-მდე.
ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი - სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. პროცესში 1 500-მდე მაშველია ჩართული.
ბოლო მონაცემებით, დანგრეული და დაზიანებულია 3 000-მდე შენობა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდის იყო, ხოლო ჩინეთის სეისმური ცენტრის ინფორმაციით, მაგნიტუდა 6.8-ს შეადგენდა.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე, ნეპალთან საზღვრის მახლობლად მოხდა
წყარო: "მთავარი არხი"