სოფელ კაბალში, ახალი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, კაცის ცხედარი იპოვეს - რა დეტალებია ცნობილი მომხდართან დაკავშირებით?
"მთავარი არხის"ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ახალი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 40-წლამდე ასაკის კაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან, კაცი მოკლულია.
მათივე ცნობით, კაცი მესაფლავედ მუშაობდა. მას რამდენიმე თვის წინ მოსახლეობის ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა, რის შემდეგაც კაცი გაუჩინარდა, ხოლო ოჯახი დაკარგულს ეძებდა.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით მისი ცხედარი.