რა სიმპტომები ახასიათებს ახალ ვირუსს, რომელიც ჩინეთში დაფიქსირდა? - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
Covid-19-ის აფეთქებიდან ხუთი წლის შემდეგ, ჩინეთში ახალი ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიზეზი ეპიდემიაა.
რესპირატორული ვირუსული ინფექციების ზრდის გამო, ჯანდაცვის დაწესებულებები გადავსებულია.
როგორც independent წერს, სხვადასხვა ტიპის ვირუსებს შორის, ქვეყანაში ახალი ვირუსი - სახელად HMPV დაფიქსირდა. ჩინეთის ჯანდაცვის ორგანოები ვითარების მონიტორინგისა და მართვის მიზნით, გადაუდებელ, საგანგებო ზომებს ახორციელებენ.
ამასთან, პეკინმა არსებული მოცემულობა, შეაფასა როგორც ყოველწლიური სეზონური მოვლენა.
წყაროების მიხედვით, ვირუსს, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, ისეთივე “აფეთქება“ აქვს, როგორც Covid -ს.
HMPV არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც გაციების, ან გრიპის მსგავს სიმპტომებით ხასიათდება. უმრავლეს შემთხვევებში დაავადება მართვადია და რბილად მიმდინარე, თუმცა უყურადღებობის შემთხვევაში, ჩვილებში, ხანდაზმულებში და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებში, შეუძლია გამოიწვიოს მძიმე გართულებები.
მისი სიმპტომებია: ხველა, ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება და დაღლილობა. ინკუბაციური პერიოდია სამიდან ექვს დღემდე. Covid-19- გან განსხვავებით, HMPV-ს ვაქცინა ან სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს. მკურნალობა ძირითადად მოიცავს სიმპტომების მართვას.
წყარო: ambebi.ge