"შველას ითხოვდა, ბავშვების გამოყვანას ცდილობდა... დამწვარია... ცოცხალია, მაგრამ მძიმე მდგომარეობაშია" - რა ვერსია ვრცელდება ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიაზე?
ტრაგედიას, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, 5 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხანძარი გუშინ, დილით გაჩნდა. გალის რაიონის სოფელ საბერიოში ბავშვები ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდნენ. უფროსი გოგო მეორე კლასელი იყო, ყველაზე პატარა კი - 8 თვის. არაოფიციალური ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება და ხანძარი ბენზინის აალებამ გამოიწვია.
ვიდეო: "რუსთავი 2"