პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა პირბადეები გაიკეთეს და გააპროტესტეს კანონი, რომლითაც მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით და სხვა საშუალებით დაფარვა აიკრძალა
პარლამენტთან შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქციაზე სიმბოლურად პირბადე გაიკეთეს.
შეკრებილების განცხადებით, მათი მხრიდან ეს არის ერთგვარი აქცია - პერფორმანსი იმ "უსამართლო და უგუნური" კანონის წინააღმდეგ, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციების მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალათ.
ცნობისთვის, რუსთაველზე მოქალაქეები უკვე 39-ე აქციას მართავენ. პროტესტის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.