loader

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათ საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აანთეს სანთლები და სიმბოლურად მიიტანეს სათამაშოები.

"საბერიო გვტკივა, თქვენთან ვართ", - ასეთი სახის წარწერაა დატოვეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან უკვე 39-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.