loader

ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა - ტრაგედია ოკუპირებულ გალში, არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა - ტრაგედია ოკუპირებულ გალში, არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია

დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო. არსებული ინფორმაციით ადგილზე ვერ მოხერხდა სახანძროს მისვლაც.

ბავშვები, რომელთაგან ყველაზე უფროსი 7 წლისაა, უმცროსი კი რამდენიმე თვის, ადგილზევე დაიღუპნენ. დაშავებული ქალი სამკურნალოდ გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წყარო/ვიდეო: "მთავარი არხი"

ავტორი: ემა გოგოხია

ფოტო: "აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრი"