"მე მინდოდა ცოტა ხნით კიდევ დარჩენილიყვნენ" - ნუცა ბუზალაძის მორიგი მიმართვა, გუშინ, ბათუმში კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით - რას წერს მომღერალი?
მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბათუმში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„დღეს 5 ცალი ცაკალელი ფაშისტი გვესტუმრა კონცერტზე. თან თბილისიდან ბათუმში ჩამოსვლა არ დაეზარათ. ისე, 5 წუთში კი გამოაბუნძულა ხალხმა კონცერტიდან, მაგრამ მე მინდოდა ცოტა ხნით კიდევ დარჩენილიყვნენ, იქნებ ოდნავ მაინც ეგრძნოთ სიყვარული და სინათლე, მაგრამ მგონი მაგათ ბოლომდე თავიანთ სიბოროტეში განადგურება უწერიათ. ალბათ, ჩვენ ვეღარ დავეხმარებით, სამწუხაროა. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წერს,“ – წერს ნუცა ბუზალაძე.
ცნობისთვის,გუშინ, 4 იანვარს ბათუმში ნუცა ბუზალაძის კონცერტზე მცირე ინციდენტი მოხდა.
რამდენიმე აქტივისტი ბუზალაძის კონცერტზე მივიდა და აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანა. პერიოდულად კი მომღერლის მისამართით ისმოდა შეძახილები: "სირცხვილო".