რა უპასუხა ნუცა ბუზალაძემ სცენიდან მის კონცერტზე მისულ აქციის მონაწილეებს, რომლებიც სკანდირებდნენ: "სირცხვილო" - კადრები ადგილიდან
ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც ნუცა ბუზალაძის საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მყოფი აქციის მონაწილეები მივიდნენ და თბილისში სხვადასხვა აქციის დროს, დაშავებული მოქალაქეების ფოტოები გამოფინეს.
პერიოდულად ისმოდა შეძახილები: "სირცხვილო", რაზეც მომღერალმა პროტესტის მონაწილეებს უთხრა, რომ მათ ფული აქვთ აღებული.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 38-ე დღეა მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
ვიდეო: "ბათუმელები"